ნეიროქირურგი - მერაბიშვილის დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა საჭიროებს ღია სივრცეში ყოფნას - უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეიროქირურგი - მერაბიშვილის დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა საჭიროებს ღია სივრცეში ყოფნას - უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე

საშიში არც ერთი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნეოროქირურგმა თამაზ კერძევაძემ განუცხადა. აღსანიშნავია, რომ თამაზ კერძევაძემ „მედიქლაბ ჯორჯიას“ ექიმთა კონსილიუმში მერაბიშვილის ოჯახის თხოვნით მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, ექიმთა მცირე ჯგუფი, მათ შორის თავადაც ფიქრობს, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ქრონიკული სინუსიტი აქვს და ის ღია სივრცეში ყოფნას საჭიროებს.

"ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ რთულ, ძალიან იშვიათ პათოლოგიასთან - ეს არის სინდრომი, რომელიც ექიმმა შეიძლება მისი პრაქტიკის დროს ვერ ნახოს. ვფიქრობ პაციენტი სრულყოფილად არის გამოკვლეული, ვერც ერთი ექიმის მხრიდან რამე ბოროტულ ჩანაფიქრს ვერ ვხედავ, უბრალოდ ექიმები საბოლოოდ ვერ შევჯერდით ერთ ვერსიაზე. მე მივეკუთვნები მცირე ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ პაციენტს სჭირს ქრონიკული სინუსიტი. მეორე მხარე ფიქრობს, რომ იდეოპათიური ჰორნერის სინდრომია. თუ ჩემი დიაგნოზი სწორია, სანამ პაციენტი არის დახურულ სივრცეში, ის ამ სინდრომიდან არ განიკურნება, გართულება კი ძალიან მძიმე იქნება. პაციენტი აუცილებლად უნდა გავიდეს ღია სივრცეში. უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე...", - აღნიშნა ნეიროქირურგმა თამაზ კერძევაძემ.