ნეიროქირურგი - მერაბიშვილის დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა საჭიროებს ღია სივრცეში ყოფნას - უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ნეიროქირურგი - მერაბიშვილის დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა საჭიროებს ღია სივრცეში ყოფნას - უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე

ნეიროქირურგი - მერაბიშვილის დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა საჭიროებს ღია სივრცეში ყოფნას - უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე
ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ექიმები ძირითადად ორ ვერსიაზე მსჯელობენ, რომელთაგან სიცოცხლისთვის საშიში არც ერთი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნეოროქირურგმა თამაზ კერძევაძემ განუცხადა. აღსანიშნავია, რომ თამაზ კერძევაძემ „მედიქლაბ ჯორჯიას“ ექიმთა კონსილიუმში მერაბიშვილის ოჯახის თხოვნით მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, ექიმთა მცირე ჯგუფი, მათ შორის თავადაც ფიქრობს, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ქრონიკული სინუსიტი აქვს და ის ღია სივრცეში ყოფნას საჭიროებს.

"ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ რთულ, ძალიან იშვიათ პათოლოგიასთან - ეს არის სინდრომი, რომელიც ექიმმა შეიძლება მისი პრაქტიკის დროს ვერ ნახოს. ვფიქრობ პაციენტი
სრულყოფილად არის გამოკვლეული, ვერც ერთი ექიმის მხრიდან რამე ბოროტულ ჩანაფიქრს ვერ ვხედავ, უბრალოდ ექიმები საბოლოოდ ვერ შევჯერდით ერთ ვერსიაზე. მე მივეკუთვნები მცირე ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ პაციენტს სჭირს ქრონიკული სინუსიტი. მეორე მხარე ფიქრობს, რომ იდეოპათიური ჰორნერის სინდრომია. თუ ჩემი დიაგნოზი სწორია, სანამ პაციენტი არის დახურულ
სივრცეში, ის ამ სინდრომიდან არ განიკურნება, გართულება კი ძალიან მძიმე იქნება. პაციენტი აუცილებლად უნდა გავიდეს ღია სივრცეში. უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე...", - აღნიშნა ნეიროქირურგმა თამაზ კერძევაძემ.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ზოგჯერ სპეციალისტთა რეკომენდაციების მიხედვით კვებაც საკმარისია, რომ ქრონიკულმა დაავადებამ თავი აღარ შეგვახსენოს.
09-09-2021
იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს ისეთი აგენტებისგან, რასაც ის უცხოდ და საშიშად აღიქვამს.
06-09-2021
გვესაუბრება ექიმი დერმატოლოგი ლია ჭითანავა.
02-09-2021
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
კომპანიის Microsoft დამფუძნებელი, პლანეტის ერთერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსი თვლის, რომ მსოფლიოში ახალი პანდემიისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები
როგორც კვლევამ აჩვენა, CD 38 გენის გარკვეული ვარიანტი უფრო მეტად ავლენს გრძნობებს და ახდენს მადლიერების დემონსტრირებას.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს გულის იშემიურ დაავადებას,
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
ლევენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ახალი თაობის იმპლანტირებადი სმენის აპარატი.
ტეხასის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ციტიზინი (ხელს უწყობს მოწევისთვის თავის დანებებაში) ქალებთან ამცირებს დოფამინური
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად