სიახლეები

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში მი­წისძვრი­სა და ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 1200-ს გა­და­ა­ჭარ­ბა (ცუნამის ახალი კადრები)

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში მი­წისძვრი­სა და ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 1200-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, კი­დევ 2000-მდე ადა­მი­ა­ნი შე­საძ­ლოა, ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­დეს, - ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ჯოკო ვი­დო­დომ გა­ნა­ცხა­და.

ინ­დო­ნე­ზი­ის სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა 16 000-ზე მეტ ადა­მი­ანს მო­უ­წია, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას კი 2,4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი სა­ჭი­რო­ებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სი­ზე, ქა­ლაქ პა­ლუს მახ­ლობ­ლად 28 სექ­ტემ­ბერს 6,1 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი კი­დევ ერთი, 7,4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და. მი­წის­ქვე­შა ბიძ­გებ­მა ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია.