ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832-მდე გაიზარდა - ნახეთ ვიდეო - ცუნამის მომენტის ამსახველი კადრები
ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველო ავრცელებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 420-ს შეადგენდა.
კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად 28 სექტემბერს 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის, რამდენიმე საათში კი კიდევ ერთი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. დაზარალებულთათვის ინდონეზიის მთავრობამ 37 მილიონი დოლარი გამოყო, თუმცა ეს თანხა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
ვიდეოზე მიწისძვრისა და ცუნამის კადრებია ასახული.