თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მცირე კომენტარი გუშინ მხოლოდ მისმა ადვოკატმა გააკეთა, რომლის თქმითაც, ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების