ჟვანიას სახელობის კლინიკაში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა
სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაცვლილი 5 თვის ჩვილის მშობლები და ოჯახის წევრები ბავშვის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას აპროტესტებდენენ და მოითხოვდნენ, რომ ცხედარი არ გაეკვეთათ. ჩვილის ოჯახის წევრები ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა.
ადგილზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი იმყოფებოდა. მშობლების ინფორმაციით, ბავშვს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ჩვილის ცხედარი მშობლებმა სახლში გადაასვენეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ფაქტზე დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.