"მე მოსამართლეს წარვუდგინე დოკუმენტაცია, რომ თვალავაძეს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ახლა მაცნობეს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში, სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს საპყრობილიდან კლინიკაში. ამიტომ არის უსამართლო სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო. სულ რომ დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი მას და არსებობდა მტკიცებულებები, კანონში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას,
შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.