სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, გია თვალავაძე კლინიკაში სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს.

"მე მოსამართლეს წარვუდგინე დოკუმენტაცია, რომ თვალავაძეს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ახლა მაცნობეს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში, სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს საპყრობილიდან კლინიკაში. ამიტომ არის უსამართლო სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო. სულ რომ დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი მას და არსებობდა მტკიცებულებები, კანონში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას,
პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას. გარდა ამისა, ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და როგორც წესი ასეთ შემთხვევებში არასოდეს იყენებენ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას", - განაცხა
და ლალი აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ამ რამდენიმე თვის წინ ნერვიულობის ფონზე გულის არეში დამჩემდა ტკივილი.
23-09-2021
ბოლო ხანს სტენოკარდიული შეტევები გამიხშირდა.
06-08-2021
დიეტოლოგია
სპილენძის, ფოსფორის და რკინის მარილებით მდიდარი გოგრა - რატომ უნდა მივირთვათ ბოსტნეული?
კატეგორიის სხვა სტატიები
შემთხვევა მოხდა დიდ ბრიტანეთში. 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიიყვანეს მას შემდეგ, რაც ურეთრის ხვრელში USB-კაბელი შეიყვანა.
კომპანიის Microsoft დამფუძნებელი, პლანეტის ერთერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსი თვლის, რომ მსოფლიოში ახალი პანდემიისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები
როგორც კვლევამ აჩვენა, CD 38 გენის გარკვეული ვარიანტი უფრო მეტად ავლენს გრძნობებს და ახდენს მადლიერების დემონსტრირებას.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად