მერაბ მამაცაშვილი: 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე, ტრადიციულად, საქართველოშიც აღინიშნება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

მერაბ მამაცაშვილი: 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე, ტრადიციულად, საქართველოშიც აღინიშნება

მერაბ მამაცაშვილი: 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე, ტრადიციულად, საქართველოშიც აღინიშნება
გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს, ერთდრულად აღინიშნება იმ 100 ქვეყანაში, რომლებიც
მსოფლიო გულის ფედერაციის წევრები არიან. მათ შორის არის საქართველოს გულის ფონდიც, რომლის პრეზიდენტია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების გულისა და გულ-ფილტვის ასოციაციების საპატიო წევრი, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, mkurnali.ge-ს კონსულტანტი მერაბ მამაცაშვილი.

ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა მთელი რიგი ნაციონალური ღონისძიებები: საჯარო საუბრები, სკრინინგი, სვლა და სირბილი, სამეცნიერო შეხვედრები, სატელევიზიო შოუები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები.

წლევანდელი ღონისძიება გაიმართება ქ.თბილისის მერის,
კახი კალაძის მხარდაჭერით და მისი ორგანიზატორები არიან ქ. თბილისის მერია, გულის საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს გულის ფონდი და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება.

ღონისძიებები მიეძღვნება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ხოლო დევიზი გახლავთ - "გული ჯანმრთელობისთვის". მსოფლიო გულის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ნუსხა მრავალფეროვანია და მოიცავს სამეცნიერო კონსულტაციას, ლექციებს, გამოფენას,
ავადმყოფების პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, სკრინინგს, სპორტულ ასპარეზობას.

სპორტული მარათონი დაგეგმილია ლისის ტბაზე 9:00 საათიდან, ხოლო შემდგომ ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია.

კარდიოლოგი, პროფესორი მერაბ მამაცაშვილი აღნიშნავს:

- განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობის ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფებზე, ვინაიდან ბოლო ხანებში ყურადღებას იპყრობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაახალგაზრდავების ტენდენცია, განსაკუთრებით ქალებში, ამის მიზეზად სახელდება თამბაქოს მზარდი მოხმარება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია ადრეული ასაკიდან უნდა ხორციელდებოდეს, ვინაიდან არასწორი კვება, პასიური ფიზიკური ცხოვრება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებების რისკებს.

სწორედ ამის გათვალისწინებით, კარდიოლოგიური კლინიკა "ჰელსი ჯორჯია" გაძლევთ უნიკალურ შანსს: თუ უჩივით გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს, კლინიკა "ჰელსი ჯორჯია" ერთი კვირის განმავლობაში, უფასოდ ჩაატარებს კონსულტაციებს. პაციენტებს მიეცემათ განმარტებები და ჩაუტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.

მის: პ. ქავთარაძის ჩიხი 4 (21ა). ტელ: 2 186263

მსოფლიო გულის დღის ფინალურ ეტაპთან დაკავშირებით ჩატარდება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაწილი, რაც მოიცავს მარათონს და პარაოლიმპიელების ასპარეზობას. გამარჯვებულები მიიღებენ საჩუქრებს და გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები.

გულის საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს გულის ფონდი და თბილისის მერია მოგიწოდებთ: იცხოვრეთ ჯანსაღად, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის საწინდარია.


mkurnali.ge


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
მხატვრული რესტავრაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რადგან ამ მანიპულაციის საშუალებით პაციენტს აქვს საშუალება გაილამაზოს ღიმილი მხოლოდ ერთ ვიზიტში.
რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი რგოლია თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, ის ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ადამიანის დაბრუნებას ან დაახლოებას იმ მდგომარეობასთან, რომელიც დაავადებამდე იყო.
კალაბრიისა და სალფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბერგამოტის ექსტრაქტის
„რომპეტროლ საქართველო“ პანდემიის პერიოდში მებრძოლი მედიკოსების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და კოვიდ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს ლანჩით უზრუნველჰყოფს.
პროსტატა – „მამაკაცის მეორე გული“, როგორც ხშირად უწოდებენ წინამდებარე ჯირკვალს, მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ფუნქციებს ასრულებს მამაკაცის ორგანიზმში.
2020 წელი შევა მედიცინისა და ზოგადად მეცნიერების ისტორიაში. ისევე როგორც მრავალი ისტორიული მოვლენა,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად