ისმიჟენი - ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ისმიჟენი - ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ასაკში

იმუნიტეტი ორგანიზმის უნარია დაიცვას თავი მისთვის უცხო აგენტისგან.

იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს: ხშირი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, სტრესი, არასრულფასოვანი კვება, ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა, გარემოს არახელსაყრელი პირობები და სხვა. ადამიანის ჯანმრთელობის ძირითადი მცველი იმუნიტეტია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გაძლიერება.

მწვავე რესპირაციული ინფექციები ბავშვებში და მოზრდილებში ავადობის უპირველესი მიზეზია, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. პედიატრიული კონსულტაციების თითქმის ნახევარი გამოწვეულია სასუნთქი გზების ინფექციებით. მწვავე რესპირაციული ინფექციების მაღალი სიხშირე უკავშირდება იმუნური სისტემის დაქვეითებას, სხვადასხვა გარემო ფაქტორებს, რესპირაციული პათოგენების ზემოქმედების გაზრდას ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებში, როგორიცაა საბავშვო ბაღები, სკოლები, სხვადასხვა თავშეყრის ადგილები.

გაურთულებელი ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, როგორც წესი, თავისით იკურნება და არ საჭიროებს ანტიბიოტიკებს. თუმცა, შესაძლებელია სხვადასხვა სახის ბაქტერიული გართულება განვითარდეს, რომლის დროსაც საჭირო იქნება ანტიბიოტიკოთერაპია. არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია მოქმედებს როგორც ანტიბიოტიკების რეზისტენტობაზე, ასევე განაპირობებს მთელ რიგ გვერდით მოვლენებს და ზრდის მკურნალობის ხარჯებს, ამიტომ ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების ინფექციების პრევენციული ღინისძიებები.

მთელი რიგი კვლევების საფუძველზე ნაჩვენები იქნა ბაქტერიული ლიზატების კლინიკური ეფექტურობა ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ბაქტერიული გენეზის ინფექციების განვითარების პრევენციის საქმეში, უფრო მეტიც მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადასტურებული იყო მათი იმუნომოდულატორული მოქმედების აქტივობა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს მათი დანიშვნის მიზანშეწონილობას სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

ისმიჟენი წარმოადგენს შვეიცარიული კომპანია “Lallemand Pharma” – ს მიერ წარმოებულ ახალი თაობის, ბაქტერიული წარმოშობის იმუნომოდულატორს. მისი მოქმედების პრინციპი ეფუძნება იმუნური სისტემის კონტროლისა და დამცველობითი მექანიზმების გაძლიერებას, რაც განაპირობებს ინფექციების განვითარების პროფილაქტიკას და მათთან ორგანიზმის ბრძოლის აქტივაციას. სწორედ ამიტომ ისმიჟენს სხვაგვარად „პერორალურ ვაქცინასაც“ უწოდებენ.

ისმიჟენი ერთადერთი პრეპარატია, რომლის შემადგენლობაშიც შედის სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიები, რომელიც მიიღება თანამედროვე, ორიგინალური ტექნოლოგიით - რის შედეგადაც მიღებული ბაქტერიული ანტიგენები ორგანიზმისთვის უფრო ადვილად ამოსაცნობია, იმუნური პასუხი კი უფრო სწრაფი და ძლიერია.

ისმიჟენი იმუნომოდულატორული მოქმედების შედეგად ამცირებს სასუნთქი სისტემის დაავადებების სიხშირეს და ინტენსივობას, ავადობის შემთხვევაში კი უფრო ადვილად დაამარცხებთ დაავადებას. ისმიჟენის გამოყენება ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი და სხვა. ასევე დასაშვებია ისმიჟენის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა მაგალითად ანტიბიოტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები და ა. შ.

ისმიჟენის ორიგინალობა მდგომარეობს მის მიღების წესშიც, მიიღება დღეში ერთხელ, ენის ქვეშ გასაწუწნად, რაც თავის მხრივ განაპირობებს ადგილობრივი იმუნური სისტემის აქტივაციას. 6 თვიდან -12 წლამდე მიიღება - 1/2 აბი დღეში ერთხელ, 12 წლიდან - 1 აბი დღეში ერთხელ.

არსებობს ისმიჟენის მიღების ორი კურსი. ერთ შემთხვევაში ინიშნება დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში, შემდგომი 20 დღის ინტერვალით, სულ 3 თვე. ყოველ მომდევნო თვეში სასურველია ისმიჟენის მიღება იმავე დღეებში, როგორც წინა თვეს. ასევე შეგიძლიათ ისმიჟენის მიღება დღეში ერთხელ 30 დღე გადაბმულად.

ამგვარად, თუ თქვენ ან თქვენი შვილი ხშირად ავადობთ, რესპირაციული ინფექციის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ იმუნიტეტზე ზრუნვას წინასწარ დაიწყებთ და გამოიყენებთ ევროპული წარმოების, ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატს - ისმიჟენს.

ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის ასისტენტ-პროფესორი

ბიძინა კულუმბეგოვი

R