წიგნი, რომელიც გამოსვლის დღიდან წიგნების რეიტინგის ათეულშია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წიგნი, რომელიც გამოსვლის დღიდან წიგნების რეიტინგის ათეულშია

- მცენარეული ნაერთები მედიკამენტების შემადგენლობის დიდ ნაწილს წარმოადგენს. განვითარების შედეგად იხვეწევა პრეპარატების ხარისხი და ვარგისიანობა, თუმცა თანამედროვე ცხოვრებამ ახალი პრობლემა - პოლიპრაგმაზია ანუ მედიკამენტების დიდი და არასაჭირო რაოდენობით დანიშვნა და მიღება წარმოშვა. სწორედ ამ პრობლემისგან თავის არიდების მიზნით, საზოგადოების დიდი ნაწილი მცენარეული საშუალებების სახლში მომზადებას და ასე მკურნალობას ამჯობინებს.

ადამიანები ხშირად ურჩევენ ერთმანეთს ამა თუ იმ მცენარეულ საშუალებებს, რომლებიც კონკრეტულ დაავადებებთან ბრძოლაში გამოადგათ. ამ რჩევების, რეცეპტების ერთად შეკრება და გამოცემა კი გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა. "სამედიცინო რეცეპტების" დიდი კრებული, რომელშიც ექიმების მიერ შემუშავებული სასარგებლო რჩევები და სხვადასხვა დაავადების სამკურნალო, მცენარეული რეცეპტებია თავმოყრილი. წიგნი ამჟამად 2 ტომად გამოიცემა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე 1 ტომად იყო გამოცემული. ის გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა და ძალიან მალე დეფიციტში აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი ხელახლა გამოცემა.

წიგნის ავტორისა და რედაქტორის თამარ მამაცაშვილის განმარტებით, "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" "კარაბადინის" ერთგვარი გაგრძელებაა.

" მივხვდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მკითხველისთვის მსგავსი შინაარსის წიგნის მიწოდებას, ამიტომაც გადავწყვიტეთ, სამედიცინო რჩევები კიდევ ერთ წიგნად გამოგვეცა. მოგეხსენებათ, ფარმაცევტულ ბაზარზე პრეპარატების უმეტესობა მცენარულია - წიგნიც სწორედ მცენარეული რეცეპტების ბაზაზეა შექმნილი, გვაწვდის სხვადასხვა საჭირო რჩევებს მცენარეულ პრეპარატებზე, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ქიმიურ ანალოგებს და გაცილებით მარტივია გამოსაყენებლად. თანაც, მათი მიღება ხანგრძლივად შეიძლება, უსაფრთხოცაა და ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს. ოფიციალური, კლასიკური მედიცინა ამ პრეპარატებს აღიარებს, საქართველოში კი მოგეხსენებათ, ფიტოპრეპარატებისა და რეცეპტების დიდი, ბუნებრივი წყარო გვაქვს, საქართველო ოდითგანვე ცნობილი იყო მცენარეული მედიცინის სამშობლოდ. ექიმი გახლავართ და ამ თემით ძალზე დაინტერესებული ვარ. ჩემი სამედიცინო პრაქტიკის პარალელურად, მცენარეულ რეცეპტებს ყოველთვის ვიყენებ და შემიძლია ყველა მოქმედ ექიმებსაც ვურჩიო," - განმარტავს თამარ მამაცაშვილი.

წიგნში მოცემული სამედიცინო რეცეპტების კრებული წარმოადგენს ჟურნალ "ოჯახის მკურნალში" 13-14 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რეცეპტების ერთგვარ კრებულს. ის, რომ თითოეული რეცეპტი თავის დროზე ექიმების ჯგუფის მიერაა დაწერილი და შემოწმებული, სანდოობას, ცხადია, ზრდის. კრებულში მოხვდა მკითხველებისგან შემოსული რეცეპტებიც, რომელთაც ხშირად გზავნიან რედაქციაში.

რეცეპტები ორგანოთა სისტემების მიხედვითაა დაყოფილი. მაგალითად, ცალ-ცალკეა გამოყოფილი კუჭ-ნაწლავის, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებათა რეცეპტები, რათა მკითხველს მისთვის საინტერესო რეცეპტის მოძიება გაუადვილდეს.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ წიგნების მაღაზიათა ქსელში  "ბიბლუსი". მისი ღირებულებაა 29.95 ლარი.

"2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" გამოსვლის დღიდან წიგნების რეიტინგის სათავეში დგას და მკითხველის დიდი მოწონებით სარგებლობს.