ეს პროგრამა "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველო ქვეყანაში ჩჰეპატიტით დაავადებულთა დიდი რაოდენობისა (დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ვირუსი აქვს მოსახლეობის 7.7%-ს) და ქვეყნის მასშტაბის გამო შეირჩა -
ოფიციალური ვერსია
უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჯანდაცვის უწყებამ შემოსავლების სამსახურს ძვირად ღირებული წამლების ჩამოწერა სთხოვა. საკითხის მოკვლევა ერთდროულად ორმა უწყებამ დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში მოკვლევას შემოსავლების სამსახური ატარებს. პარალელურად გამოძიება დაიწყო სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომაც.
სუს-ის განცხადებით, კითხვები მედიკამენტების განაწილების პროცესში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს.ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, გამოძიება პრევენციული ხასიათისაა და საქმე ეხება იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტების სიმცირის გამო ვადა გაუვიდა.
"გამოძიება ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია. ექვსი წლის განმავლობაში არ მახსოვს, კონტროლი არ ყოფილიყო. ეს მუდმივად არის, მათ შორის - ანტიკორუფციული სამსახურის," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
წყარო: ამბები.გე