"ფეხმძიმე ქალმა ბავშვი დაკარგა... კაცი კი გადარჩება, მაგრამ ეტლით მოუწევს გადაადგილება" - რა მოხდა აფხაზურ ქორწილში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ფეხმძიმე ქალმა ბავშვი დაკარგა... კაცი კი გადარჩება, მაგრამ ეტლით მოუწევს გადაადგილება" - რა მოხდა აფხაზურ ქორწილში

ინტერნეტ-გამოცემა Apsadgil.info-ს ცნობით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 8 საათზე მოხდა, რა დროსაც დარბაზში ქორწილი იმართებოდა და სტუმრებმა დღესასწაულის აღსანიშნად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.

ინცინდენტის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი, 60 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალბატონი, რომელიც ადგილობრივების თქმით, ფეხძმიმედ იყო. ორივე დაჭრილი სოხუმის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ადგილობრივი "შსს-ს" ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, "ამ დრომდე იძებნება აფხაზეთში დაბადებული 33 წლის ხაგუშ ალხასი, რომელსაც ეკუთვნის იარაღი, საიდანაც საბანკეტო დარბაზში გასროლა მოხდა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება", - წერს აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს პრესსამსახური.

დანარჩენების ვინაობის შესახებ, რომლებიც ასევე უმისამართოდ ისროდნენ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. უწყების ე.წ. პრესსამსახურის განცხადებით, "ქალის მდგომარეობა მძიმეა და ის ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. რაც შეეხება მამაკაცს, მას ჭრილობა კისრისა და ხერხემლის არეში აქვს მიყენებული. მას შემდეგ, რაც დაჭრილს სოხუმში პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, სოჭის მე-4 საავადმყოფოში, ნეიროქორირგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა".

ადგილობრივების მოსაზრებით, ის რომ ადგილზე შესაბამისი "ძალოვანი სამსახურების" წარმომადგელნები იყვნენ, არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, რადგან მანქანების მარკებზე ეტყობოდათ, რომ გავლენიანი ოჯახის შვილები იყვნენ.

ქორწილის სტუმრებმა და მაყრებმა სროლა ჯერ კიდევ გზაში, ქუჩაში დაიწყეს. ამის კადრები ინტერნეტში ვრცელდება, მომხდარს ადგილობრივებისგან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

მათივე თქმით, ე.წ. შს ყოფილი მინისტრი სპორტსმენებს, პატივისცემის ნიშნად, იარაღს ჩუქნიდა, რაც ძალზე არასწორი ქმედება იყო და ზოგადად, ასეთმა დამოკიდებულებამ რეგიონში მძიმე სიტუაცია შექმნა.