"თბილისი-მოლში" "მკურნალის" მიერ ორგანიზებულ მორიგ აქციაზე "ახალი მზერის" ოფთალმოლოგი მასპინძლობდა პატარა პაციენტებს
სადაც მშობლებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ რჩევები პროფესიონალებისგან საჭირო თემებზე, მიეღოთ უფასო კონსულტაციები მათგან.
9-10 სექტემბერს თბილისი მოლში კლინიკა "ახალი მზერის" მთავარი ექიმი, ოფთალმოლოგი ნინო შარაზადიშვილი იღება პატარა პაციენტებს.
მან არაერთ პატარას ჩაუტარა უფასო ოფთალმოლოგიური კვლევა მხედველობის სიმახვილეზე და სხვა პათოლოგიებზე, მისცა საგულისხმო რჩევები მშობლებს, უფრო რთული პრობლემების მქონეთ კი შემდგომი ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ურჩია.