სიახლეები

დავით სერგეენკო ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებულ მოზარდებს მოინახულებს

დავით სერგეენკო ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებულ მოზარდებს მოინახულებს
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებულ მოზარდებს საავადმყოფოში მოინახულებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებიდან 2 ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, ერთი კი მოსკოვის პროსპექტზე მდებარე რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი
არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ის მინისტრის პოსტს ტოვებს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს
18-06-2019
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კარდიოლოგებსა და პულმონოლოგებს
16-05-2019
დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე
18-01-2019