სიახლეები

თბილისი მოლში კვლავ გრძელდება "ოჯახის მკურნალის" მიერ ორგანიზებული შეხვედრები სხვადასხვა სპეციალისტებთან

თბილისი მოლში კვლავ გრძელდება "ოჯახის მკურნალის" მიერ ორგანიზებული შეხვედრები სხვადასხვა სპეციალისტებთან
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისი მოლი კვლავ მასპინძლობს სპეციალურ ვორქშოფებს, სადაც მშობლებს საშუალება აქვთ მოისმინონ რჩევები პროფესიონალებისგან საჭირო თემებზე. ფსიქოლოგები, კვების სპეციალისტები, ორთოპედები, ოფთალმოლოგები გირჩევენ რა არის საუკეთესო თქვენი შვილისთვის!

5-6 სექტემბერს ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ მიიღო მოსული სტუმრები და არაერთ პაციენტსა და მშობელს საგულისხმო რჩევებიც მისცა.
7-8 სექტემბერს პატარა პაციენტები ბავშვთა ორთოპედმა ამირან შარაბიძემ გასინჯა.

mkurnali.ge

9 და 10 სექტემბერს კი კლინიკა "ახალი მზერის"ოფთალმოლოგი ნინო შერაზადიშვილი უმასპინძლებს აქციაზე მისულ სტუმრებს.

ეწვიეთ თბილისი მოლს დღეს 18-დან 20 საათამდე და სრულიად უფასოდ მიიღეთ კონსულტაცია გამოცდილი
ოფთალმოლოგისაგან თქვენი შვილის მხედველობასთან დაკავშირებით.