ადგილზე მისულ ბრიგადას მშობიარე ქალი დახვდა. რადგანაც ახალგაზრდა ქალის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო, ექიმებმა მშობიარობა თავად მიიღეს.
"ახალგაზრდა ქალისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო. მართალია, გვითხრა, რომ ძლიერი ტკივილი 15 წუთის დაწყებული ჰქონდა, მაგრამ როგორც გაირკვა, მუცლის არეში ყრუ ტკივილი ღამის ხუთი საათიდან იგრძნო, რომელიც დილით გაუძლიერდა. საავადმყოფოში გადაყვანას
დედა-შვილისთვის საჭირო მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, ექიმებმა ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.
მოგვიანებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს პატარა გაბრიელის ბებია დაუკავშირდა და ექიმებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ოჯახს პატარა გაბრიელის დაბადებას ულოცავს!".
ფოტოზე: ბრიგადა 0828 - უფროსი ექიმი ხათუნა კარტოზია, უმცროსი ექიმი გიორგი მაისურაძე, მძღოლი თეიმურაზ ვაშაკიძე