მალხაზ კობაურის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

მალხაზ კობაურის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს

მალხაზ კობაურის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, ადოკატის მტკიცებით, დგინდება, რომ შეუძლებელია რაიან სმიტის მკვლელი მალხაზ კობაური იყოს.

ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია ექსპერტიზით დადგენილი გარემოება, რომ რაიან სმიტს გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები, რაც როგორც მამულაშვილი აცხადებს, გამორიცხულია მალხაზ კობაურის მიერ იყოს მიყენებული, "თუ გავითვალისწინებთ მალხაზ კობაურის ფიზიკურ მონაცემებს".

ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკნით დგინდება, რასაც ამბობს კობაური, რომ რაიან სმიტს უცხო პირებმა ესროლეს და მას დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს.

"მოგვივიდა მნიშვნელოვანი
დასკვნა. ამან აჩვენა, რომ რაიან სმიტს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. გასროლები განხორციელებულია ახლო მანძილიდან, დაახლოებით, 1 მეტრიდან. რაიან სმიტს სიცოცხლეში მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება ანუ მდგომარეობა ასეთი იყო - გარკვეულმა პირმა თუ პირებმა სმიტს ჯერ დაზიანება მიაყენეს და შემდეგ მოკლეს. ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, რომ მას
დაზიანებები აქვს სიცოცხლეში მიყენებული. საზოგადოებამ იცის მალხაზ კობაურის ფიზიკური აღნაგობა და შეუძლებელია, მას ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რაიან სმიტისთვის. ექსპერტიზით დგინდება, რომ კობაური რასაც ამბობს, რომ რაიამ სმიტთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება უცხო პირების მიერ, ამის შემდეგ დაჩოქილ მდგომარეობაში ზურგის არეში ესროლეს და დაცემის შემდეგ მოხდა საკონტროლო გასროლა, მართალია. ამით დგინდება, რომ კობაურს ამ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და სხვა ადამიანებმა ჩაიდინეს", - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

წაიკითხეთ:
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ
22-02-2019
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე
15-08-2018
ხადის ხეობაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს,
24-07-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
მსოფლიოში ერთერთი დიდი ზომის ობობას შხამის მოლეკულები შეიძლება გახდეს
ახალი მოდელის დემონსტრირება-წარდგინება ტოკიოში გამოფენაზე მოხდა და იაპონიაში რუბიკის კუბიკის გამოჩენის
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი საშუალება, რომელიც იქნება ორალური კონტრაცეპტივი მამაკაცებისათვის.
ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის
„მკურნალის“ თვის ექიმი ამჯერად „ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი“ გაგა ყულიაშვილია, რომელიც ყურის მწვავე ანთებაზე გვესაუბრება:
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად