ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი.
საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა.
236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
ექიმის კომენტარი ფოთში მომხდარ შემთხვევაზე, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა
05.09.2018
კომენტარები (0)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის
18-01-2019
დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე
18-01-2019
1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა.
17-01-2019