5 დაავადება, რომელთა ნიშნები ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 დაავადება, რომელთა ნიშნები ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებულია

ინფარქტი უმეტესობისთვის ცნობილია მამაკაცებში გულის შეტევის სიმპტომები: გულმკერდის არეში ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნება, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. ქალებშიც შეიძლება ეს სმპტომები შეგვხვდეს, მაგრამ არა ყველასთან.

სპეციალისტების დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ქალებში ინფარქტი განსხვავებულად მიმდინარეობს, ხოლო მამაკაცებში ეფექტური წამლები ქალების შემთხვევაში ზიანის შემცველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

გულის შეტევის დროს, ქალებში შეიძლება საერთოდ არ იყოს გულმკერდის არეში ტკივილი და გამოვლინდეს ზურგის, ყბის, კისრის ან მუცლის ტკივილით, თავბრუსხვევით, ქოშინით, გულისრევა- ღებინებით, მომატებული ოფლიანობით. ამგვარი ატიპური სიმპტომების გამო, ქალები ხშირად ინფაქრქტს გაციებაში ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებში ურევენ და ძვირფას დროს კარგავენ.

ალკოჰოლიზმი და ნარკომანია

ქალებსა და მამაკაცებში დამოკიდებულება სხვადასხვანაირად ვითარდება და განსხვავებულად მიმდინარეობს. მამაკაცები ხშირად ნარკოტიკსა და ალკოჰოლს ადრეული ასაკიდან ეჩვევიან. ქალებში კი დამოკიდებულება მოწიფულ ასაკშიდაც შეიძლება განვითარდეს. ამასთან მკურნალობისთვის ქალები მამაკაცებზე უფრო სწრაფად მიმართავენ ექიმს და შესაბამისად დამოკიდებულების დროც ნაკლებია.

მოხმარების მიზეზებიც სხვადასხვანაირია. ქალები სმას და ნარკოტიკების მიღებას თანდართული ფსიქიკური პრობლემების გამო იწყებენ და ამ გზით ცდილობენ განწყობის გაუმჯობესებას. მამაკაცები სმას და ნარკოტიკების მიღებას სასიამოვნო განცდის, სტრესის მოსახსნელად ან თვითკონტროლის პრობლემების გამო იწყებენ.

არსებობს წარმოდგენა, რომ ქალთა ალკოჰოლიზმი უკურნებელია, რაც ალბათ განპირობებულია იმით, რომ ქალებში დამოკიდებულება სწრაფად ვითარდება. თუმცა ეს მოსაზრება ხშირ შემთხვევაში არ მართლდება.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

მამაკაცებში გაცილებით ხშირად ვლინდება სიმპტომები. კერძოდ გონორეის ნიშნები ვლინდება მამაკაცების 80–90% და ქალების მხოლოდ 20%, ქლამიდიოზი მამაკაცების 50% და ქალების 20%. ამ დაავადებების სიმპტომები საკმარისი დისკომფორტის მომტანია, თუმცა იმთავითვე უფრო სწრაფად ხდება დაავადების გამოვლენა და მკურნალობის დაწყება.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები გაცილებით ხშირად გადადის მამაკაციდან ქალზე ვიდრე პირიქით. მაგალითად, გონორეით დაავადებულ პარტნიორთან ერთჯერადი დაუცველი სექსუალური კონტაქტის შემდეგ, ქალის დასნებოვნების რისკი 60-90%. მამაკაცებში კი პრეზერვატივის გარეშე ერთი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, გონორეით დასნებოვნების ალბათობა 20–30%.

ასეთი ასიმეტრია აიხსნება იმით, რომ ქალებს უფრო მეტად აქვთ კონტაქტი ინფექციის წყაროსთან-სპერმასთან, რომლის მოცულობაც ვაგინალური საცხის რაოდენობას აღემატება. ამასთან, სექსის დროს საშოში შეიძლება მიკროტრავმები განვითარდეს, რაც დასნებოვნების პროცესს აჩქარებს.

შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები

შარდგამომყოფი სისტემის დაავადებებს მამაკაცებში და ქალებში თავისი სპეციფიკა აქვს შარდგამომყოფი გზების ანატომიური განსხვავების გამო. ქალებს უფრო ხშირად არენიშნება შარდის ბუშტის ანთება-ცისტიტი. საქმე იმაშია, რომ ურეთრა ქალებს მოკლე აქვთ და ბაქტერიები ადვილად მიგრირებენ შარდის ბუშტში.

მამაკაცებში კი უფრო ხშირია ურეთრიტი. ამიტომ მცირე მენჯის ღრუში უსიამოვნო შეგრძნებები და ხშირი შარდვის სურვილი მამაკაცებში ნაკლებადაა. მათთან უბრალოდ მტკივნეული შარდვა, ურეთრიდან გამნადენი და სხეულის ტემპერატურლის მატება შეიძლება აღინიშნოს.

შიზოფრენია

ეს დაავადება მამაკაცებში უფრო ადრე ვლინდება, ვიდრე ქალებში. შიზოფენიის პირველი შეტევა მამაკაცებში ჩვეულებრივ 18-25 წლის ასაკშია, ხოლო ქალებში 25-35 წლებში. დაავადების გამოვლინებაც შეიძლება განსხავებული იყოს. მამაკაცებში არის უფრო მეტი "ნეგატიური" სიმპტომები, როგორიცაა აპათია, უღონობა, უძილობა, კოგნიტიური უნარების დარღვევა. ქალები კი უფრო დეპრესიაში ვარდებიან, ვლინდება მომატებული შფოთვა, პარანოიდალური ფსიქოზი და ბოდვითი აზრები, ქცევა ხდება უცნაური და იმპულსური.

ქალები უკეთ ექვემდებარებიან შიზოფრენიის სამკურნალო წამლებს. მამაკაცებისთვის ისინი ნაკლებად ეფექტურია და პაციენტების უმრავლესობაში იწვევს სექსუალურ დისფუქნციას, რის გამოც მკურნალობას წყვეტენ და დაავადების რეციდივებიც ამის გამო ხშირია.