მკვლევარებმა ისიც კი განსაზღვრეს, რომელია ეს გართულებები: პრეეკლამფსია, აბორტი და ნაადრევი მშობიარობა.
ამ საკითხის შესწავლისას მეცნიერებმა გაანალიზეს 160 მშობიარობა და 98 გართულებული შემთხვევა 4 კვლევის ფარგლებში. მათი განცხადებით რამდენიმე ექსპერიმენტული კვლევის შემდეგ მოცემული ტესტირება რეპროდუქციული მედიცინის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის საუკეთესო დამხმარე საშუალება იქნება - მედიკოსები შეძლებენ მოსალოდნელ გართულებათა დროულად განსაზღვრას და აარიდებენ მას ორსულებს.