სიახლეები

რატომ იწვევს შაქარი კარიესის განვითარებას

რატომ იწვევს შაქარი კარიესის განვითარებას
ყველასათვის ცნობილია, რომ კარიესი უშუალოდ ადამიანის პირის ღრუში ბინადარი ბაქტერიული მიკრობების აქტიურ ცხოველმყოფელობასთან დაკავშირებული პროცესია. ის ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ამ პათოლოგიური პროცესის გამომწვევი მიკრობი-აგენტები ცხოველმყოფელობის პროცესში შაქარს კბილის მინანქრის დამაზიანებელ მჟავად გარდაქმნიან.

ათეული წელია მეცნიერები ეძებენ პასუხს კითხვაზე, როგორ არ იღუპებიან და როგორ განაგრძობენ სიცოცხლეს ეს ბაქტერიები კალციუმის იონთა არეში, რომელიც სწორედ მათი განადგურებისთვისაა მომართული.
შვეიცარიელმა მკვლევარებმა როგორც იქნა იპოვეს პასუხი და საინტერესო კვლევებითაც გაამყარეს ის.

საქმე ისაა, რომ კარიესის გამომწვევმა ბაქტერიებმა ერთგვარად გამძლეობა გამოიმუშავეს, მიაგნეს რა დამცველობით მექანიზმს – ისინი
შაქრის ნარჩენებისაგან წარმოქმნიან (ასინთეზებენ) უჯრედგარე პოლისაქარიდებს, რომლებიც გრძელჯაჭვიანი მოლეკულებია. სწორედ ეს მოლეკულები ბოჭავს (სრულად იკავშირებს) კალციუმის იონებს, რომლებსაც კბილის მინანქარი გამოათავისუფლებს.

ფაქტობრივად კარიესის გამომწვევი მიკრობების დამცველი პოლისაქარიდები ანეიტრალებენ ბაქტერიებზე ტოქსიკური ზემოქმედების კალციუმს; ამის წყალობით მიკრობი-აგენტები სულ უფრო ღრმად იჭრებიან კბილის მინანქარში, აზიანებენ მას და აღრმავებენ
კარიესს.

შეკავშირებული კალციუმი კი ვეღარ უბრუნდება მინანქარს და ვეღარ იცავს კბილებს.


მსგავსი სიახლეები
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ საშიში დაავადებები ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაში ფარულად (უსიმპტომოდ) მიმდინარეობს,
07-10-2019
პირის ღრუს დაავადებები - კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები - დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აღენიშნება
06-09-2019
კარიესისა და სხვა დაავადებებისგან კბილების დასაცავად, დღეში ორჯერ კბილების წმენდა და ტკბილეულის
31-05-2019