ათეული წელია მეცნიერები ეძებენ პასუხს კითხვაზე, როგორ არ იღუპებიან და როგორ განაგრძობენ სიცოცხლეს ეს ბაქტერიები კალციუმის იონთა არეში, რომელიც სწორედ მათი განადგურებისთვისაა მომართული.
შვეიცარიელმა მკვლევარებმა როგორც იქნა იპოვეს პასუხი და საინტერესო კვლევებითაც გაამყარეს ის.
საქმე ისაა, რომ კარიესის გამომწვევმა ბაქტერიებმა ერთგვარად გამძლეობა გამოიმუშავეს, მიაგნეს რა დამცველობით მექანიზმს – ისინი შაქრის ნარჩენებისაგან წარმოქმნიან (ასინთეზებენ) უჯრედგარე პოლისაქარიდებს, რომლებიც გრძელჯაჭვიანი მოლეკულებია. სწორედ ეს მოლეკულები ბოჭავს (სრულად იკავშირებს) კალციუმის იონებს, რომლებსაც კბილის მინანქარი გამოათავისუფლებს.
ფაქტობრივად კარიესის გამომწვევი მიკრობების დამცველი პოლისაქარიდები ანეიტრალებენ ბაქტერიებზე ტოქსიკური ზემოქმედების კალციუმს; ამის წყალობით მიკრობი-აგენტები სულ უფრო ღრმად იჭრებიან კბილის მინანქარში, აზიანებენ მას და აღრმავებენ
შეკავშირებული კალციუმი კი ვეღარ უბრუნდება მინანქარს და ვეღარ იცავს კბილებს.