პაციენტის ოჯახის წევრები მამაკაცის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებდნენ და ემუქრებოდნენ. სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.
აღნიშნული პირი ,,გორმედში" სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გათენებისას შეიყვანა. კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში შესაბამისი ღონისძიებები უტარდებოდა: ,,პაციენტის სიკვდილის მიზეზი იყო გულის ქრონიკული და მოციმციმე არითმიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის
გარდაცვლილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება.
ია თინიკაშვილი