„ყველა სამშობიარო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დონე აქვს მინიჭებული, შემოწმებულია. რაც შეეხება სამშობიარო სახლ „ნინოს“, ბოლოს სამინისტრომ ეს დაწესებულება შეამოწმა 2017 წლის დეკემბერში, მაშინ, როდესაც სამშობიარო სახლს დონე მიენიჭა. ამ დაწესებულებას რამდენჯერმე ეთქვა უარი დონის მინიჭებაზე, მაგრამ ამის შემდეგ მან გამოასწორა ის პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სამშობიარო დაწესებულება და
ამჟამად სამშობიარო სახლ „ნინოს“, სადაც მშობიარობის შედეგად 35 წლის ქალი გარდაიცვალა, მეორე დონე აქვს მინიჭებული, რაც გულისხმობს მაღალი დონის სამეანო მოვლას, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რისკის მქონე ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში და ნეონატალურ მომსახურებას.