"სისხლდენა დიდი ხნის დაწყებული იყო და სამშობიაროში ვერ გაიგეს, ღუდუშაურში რომ მივიყვანეთ, არანაირი სიცოცხლის ნიშნები აღარ იყო, ლიფტში გაჩერდა გული" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"სისხლდენა დიდი ხნის დაწყებული იყო და სამშობიაროში ვერ გაიგეს, ღუდუშაურში რომ მივიყვანეთ, არანაირი სიცოცხლის ნიშნები აღარ იყო, ლიფტში გაჩერდა გული"

გამოუვიდათ მაგათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ძმამ ირაკლი აბრამიშვილმა განუცხადა.

აბრამიშვილის ინფორმაციით, მის დას სისხლდენა სწორედ სამშობიარო სახლ „ნინოში“ დაეწყო, ღუდუშაურის კლინიკაში კი რამდენიმე საათის შემდეგ გადაიყვანეს. გარდაცვლილის ძმის განმარტებით, მისმა დამ იმდენი სისხლი დაკარგა, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

„თავად ვარ ექიმი და ვესწრებოდი მშობიარობას. დილის 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, როცა ბავშვი გაჩნდა, იქ ვიყავი და მერეც ერთი წამი არ მოვშორებივარ ჩემს დას. სისხლდენა დაწყებული იყო დიდი ხნის და ამ სამშობიაროში ვერ გაიგეს, რომ სისხლდენა იყო. არ მოხდა სათანადო ჩარევები - არც სისხლი გადაესხა პაციენტს, არც ოპერაციული ჩარევა მომხდარა. ძალიან დიდი უყურადღებობა იყო და ფაქტობრივად, სისხლისგან იყო დაცლილი. ჰემოგლობინი იყო 60, ანემია იყო ძლიერად განვითარებული და ღუდუშაურის კლინიკაში რომ მივიყვანეთ, არანაირი სიცოცხლის ნიშნები აღარ იყო, ლიფტში გაჩერდა გული. სადაც იმშობიარა, იქ დაეწყო სისხლდენა. დაახლოებით 4,5 ლიტრი სისხლი დაკარგა და ვეღარ გადარჩა. სისხლი ადგილზე არ იყო და ამიტომ ვერ გადაუსხეს. სისხლის ბანკიდან ვერ მოიტანეს. ვერ მიიღეს ის ზომები, რომ ადამიანი გადაერჩინათ“, - განაცხადა ირაკლი აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახი სწორედ დასკვნიდან გამომდინარე გადაწყვეტს სამომავლო ნაბიჯებს.„მე ღუდუშაურის კლინიკასთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, რადგან ძალიან მომზადებულები დამხვდნენ. ექოსკოპია გადაუღეს და ერთ წუთში დაუსვეს დიაგნოზი, რომ ძლიერი სისხლდენა იყო. იმ კლინიკაში კი სამი საათი აკეთეს ულტრაბგერა და ვერავინ ჩამოყალიბდა, რა ხდებოდა. ადამიანი როცა სისხლისგან იცლება, იქ უნდა მომხდარიყო სწრაფი ჩარევა. მათ არ ჰქონდათ არც პირობები, არც გამოცდილება და როგორც ჩანს, არც პროფესიონალიზმი. ჩემი და რომ გაითიშა, ექიმი უნდა მიმხვდარიყო, რომ საშვილოსნოს პრობლემა იყო და სისხლდენა იქიდან მოდიოდა. მაგრამ მიზეზს ეძებდნენ. მიზეზის ძებნაში დრო გადიოდა და ამ მიზეზსაც ვერ იგებდნენ“, - განაცხადა ირაკლი აბრამიშვილმა.

10 აგვისტოს ღამით სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ნინოს“ დირექტორმა ნინო კაკულიამ განუცხადა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.