"სისხლდენა დიდი ხნის დაწყებული იყო და სამშობიაროში ვერ გაიგეს, ღუდუშაურში რომ მივიყვანეთ, არანაირი სიცოცხლის ნიშნები აღარ იყო, ლიფტში გაჩერდა გული" - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

"სისხლდენა დიდი ხნის დაწყებული იყო და სამშობიაროში ვერ გაიგეს, ღუდუშაურში რომ მივიყვანეთ, არანაირი სიცოცხლის ნიშნები აღარ იყო, ლიფტში გაჩერდა გული"

"სისხლდენა დიდი ხნის დაწყებული იყო და სამშობიაროში ვერ გაიგეს, ღუდუშაურში რომ მივიყვანეთ, არანაირი სიცოცხლის ნიშნები აღარ იყო, ლიფტში გაჩერდა გული"
სამშობიარო სახლ „ნინოში“ ვერ მიიღეს ზომები, რომ ადამიანი გადაერჩინათ. დაღუპეს ანუ მოკლეს ადამიანი - ასე გამოუვიდათ მაგათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ძმამ ირაკლი აბრამიშვილმა განუცხადა.

აბრამიშვილის ინფორმაციით, მის დას სისხლდენა სწორედ სამშობიარო სახლ „ნინოში“ დაეწყო, ღუდუშაურის კლინიკაში კი რამდენიმე საათის შემდეგ გადაიყვანეს. გარდაცვლილის ძმის განმარტებით, მისმა დამ იმდენი სისხლი დაკარგა, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

„თავად ვარ ექიმი და ვესწრებოდი მშობიარობას. დილის 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, როცა ბავშვი გაჩნდა, იქ ვიყავი და მერეც
ერთი წამი არ მოვშორებივარ ჩემს დას. სისხლდენა დაწყებული იყო დიდი ხნის და ამ სამშობიაროში ვერ გაიგეს, რომ სისხლდენა იყო. არ მოხდა სათანადო ჩარევები - არც სისხლი გადაესხა პაციენტს, არც ოპერაციული ჩარევა მომხდარა. ძალიან დიდი უყურადღებობა
იყო და ფაქტობრივად, სისხლისგან იყო დაცლილი. ჰემოგლობინი იყო 60, ანემია იყო ძლიერად განვითარებული და ღუდუშაურის კლინიკაში რომ მივიყვანეთ, არანაირი სიცოცხლის ნიშნები აღარ იყო, ლიფტში გაჩერდა გული. სადაც იმშობიარა, იქ დაეწყო სისხლდენა. დაახლოებით 4,5 ლიტრი სისხლი დაკარგა და ვეღარ გადარჩა. სისხლი ადგილზე არ იყო და ამიტომ ვერ გადაუსხეს. სისხლის ბანკიდან ვერ მოიტანეს. ვერ მიიღეს ის ზომები, რომ ადამიანი გადაერჩინათ“, - განაცხადა ირაკლი აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახი სწორედ დასკვნიდან გამომდინარე გადაწყვეტს სამომავლო ნაბიჯებს.„მე ღუდუშაურის კლინიკასთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, რადგან ძალიან მომზადებულები დამხვდნენ. ექოსკოპია გადაუღეს და ერთ წუთში დაუსვეს დიაგნოზი, რომ ძლიერი სისხლდენა იყო. იმ კლინიკაში კი სამი საათი აკეთეს ულტრაბგერა და ვერავინ ჩამოყალიბდა, რა ხდებოდა. ადამიანი როცა სისხლისგან იცლება, იქ უნდა მომხდარიყო სწრაფი ჩარევა. მათ არ ჰქონდათ არც პირობები, არც გამოცდილება და როგორც ჩანს, არც პროფესიონალიზმი. ჩემი და რომ გაითიშა, ექიმი უნდა მიმხვდარიყო, რომ საშვილოსნოს პრობლემა იყო და სისხლდენა იქიდან მოდიოდა. მაგრამ მიზეზს ეძებდნენ. მიზეზის ძებნაში დრო გადიოდა და ამ მიზეზსაც ვერ იგებდნენ“, - განაცხადა ირაკლი აბრამიშვილმა.

10 აგვისტოს ღამით სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ნინოს“ დირექტორმა ნინო კაკულიამ განუცხადა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ღრძილებიდან სისხლდენა ბევრი ადამიანის პრობლემაა.
05-11-2018
ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზი კუჭ-­ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილიდან ფარული სისხლდენის გამოსავლენად ტარდება.
05-07-2018
სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 35 წლის ნატალია აბრამიშვილის ძმა ირაკლი
15-08-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
მსოფლიოში ერთერთი დიდი ზომის ობობას შხამის მოლეკულები შეიძლება გახდეს
ახალი მოდელის დემონსტრირება-წარდგინება ტოკიოში გამოფენაზე მოხდა და იაპონიაში რუბიკის კუბიკის გამოჩენის
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი საშუალება, რომელიც იქნება ორალური კონტრაცეპტივი მამაკაცებისათვის.
ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის
„მკურნალის“ თვის ექიმი ამჯერად „ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი“ გაგა ყულიაშვილია, რომელიც ყურის მწვავე ანთებაზე გვესაუბრება:
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად