რეგულირების სააგენტო, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, სამშობიარო სახლ „ნინოსა“ და ღუდუშაურის კლინიკაში შესვლას გეგმავს
სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, კლინიკა ვალდებულია, მომხდარი ფაქტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს აცნობოს, რაც ჯერ არ გაუკეთებია.
„ჩვენ შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს, დაწესებულებაში შესვლის თაობაზე და როგორც კი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, შესწავლას დავიწყებთ. რასაკვირველია, „ნინოში“ აუცილებლად შევალთ და ალბათ, „ღუდუშაურის კლინიკაშიც“, - განაცხადა ნინო ხუციშვილმა.
10 აგვისტოს ღამით სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ნინოს“ დირექტორმა ნინო კაკულიამ განუცხადა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა.