ბათუმში ავტომანქანა ამოტრიალდა - რას ამბობენ ექიმები დაშავებულთა შესახებ
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.