მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმაზე მსჯელობას დაახლოებით ერთი წელი ან წელიწადნახევარი დასჭირდება. რაც შეეხება მისი დანერგვის ფორმებს, როგორც დეპუტატმა განმარტა, შესაძლოა, აღდგეს კრედიტსაათებისა და ჩათვლების სისტემა.
„ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ სამედიცინო ხარისხის რეგულირება ექიმების კვალიფიკაციის რეგულირების გარეშე შეუძლებელია. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების განმეორებით ჩაბარების აუცილებლობა იქნება თუ კრედიტსაათები,
ეს კონცეპტუალურად უნდა ჩამოყალიბდეს. მე ვიცი, რომ სამინისტრო მუშაობს ამ კონცეფციაზე, რომ ეტაპობრივი დანერგვა განვახორციელოთ. პირველი იქნება, რომ კრედიტსაათების სისტემა აღდგება, ჩათვლები იქნება და დანარჩენი ვნახოთ, აქაც წახალისებისა და სავალდებულოობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.