წამებში ამხტარა ფანჯარაზე, ბადეს აკვრია და გადავარდნილა - 2 წლის გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
მიკრორაიონში, საცხოვრებელ ბინაში მე-4 სართულის ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადავარდა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
"მშობლები ექიმები ჰყავს - მამა ტრავმატოლოგი, ე.წ. არამიანცში და დედა ერთ-ერთ კლინიკაში მიმღების ექიმია. წამებში ამხტარა ბავშვი ფანჯარაზე, ბადეს აკვრია და გადავარდნილა", - ჰყვებიან ოჯახის ახლობლები.
მარიკა ვარდოშვილი