იაპონიაში შეიქმნა რობოტი, რომელიც იღიმება და თითებს დანაწევრებულად ამოძრავებს (ნახეთ ვიდეო)
რობოტის პროტოტიპია 10 წლის ბავშვი და ის ანდროიდის სისტემაზე მუშაობს. იბუკის სიმაღლე 120 სანტიმეტრია და მას გადაადგილება შეუძლია.
იმისათვის, რომ რობოტს ადამიანის მსგავსი სახე ჰქონოდა, გამოიყენეს ნახშირბადი, პლასტმასა და ლატექსი.
იბუკის ქმედება დამოკიდებულია 47 ძრავზე, მისი განსაკუთრებულობა ის არის, რომ იღიმება, ამოძრავებს ხუთივე თითს, გადაადგილდება, იმეორებს ადამიანის სხეულისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს.
სამომავლოდ იაპონელი რობოტექნიკოსის გეგმავს, რომ იბუკი "აალაპარაკოს" და ადამიანის მსგავსი ემოციები შესძინოს. მეცნიერის საბოლოო მიზანია რობოტის ადაპტაცია ადამიანების გვერდით - საზოგადოებაში.