იაპონელმა რობოტექნიკოსმა ჰიროში იშიგურომ თავისი ახალი ქმნილება, ჰუმანოიდი რობოტი იბუკი წარმოადგინა.
რობოტის პროტოტიპია 10 წლის ბავშვი და ის ანდროიდის სისტემაზე მუშაობს. იბუკის სიმაღლე 120 სანტიმეტრია და მას გადაადგილება შეუძლია.
იმისათვის, რომ რობოტს ადამიანის მსგავსი სახე ჰქონოდა, გამოიყენეს ნახშირბადი, პლასტმასა და ლატექსი.
იბუკის ქმედება დამოკიდებულია 47 ძრავზე, მისი განსაკუთრებულობა ის არის, რომ იღიმება, ამოძრავებს ხუთივე თითს, გადაადგილდება, იმეორებს ადამიანის სხეულისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს.
სამომავლოდ იაპონელი რობოტექნიკოსის გეგმავს, რომ იბუკი "აალაპარაკოს" და ადამიანის მსგავსი ემოციები შესძინოს. მეცნიერის საბოლოო მიზანია რობოტის ადაპტაცია ადამიანების გვერდით - საზოგადოებაში.
იაპონიაში შეიქმნა რობოტი, რომელიც იღიმება და თითებს დანაწევრებულად ამოძრავებს (ნახეთ ვიდეო)
07.08.2018
კომენტარები (0)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა