მეცნიერებმა ელექტრული თვითაღდგენის თვისების მქონე კანი შეიმუშავეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ელექტრული თვითაღდგენის თვისების მქონე კანი შეიმუშავეს

ის გამოიყენება რობოტოტექნიკასა და პროთეზირებაში. კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოიყენეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც ელექტრონულ კანს შეხების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის და ჩაუნერგეს თვითაღდგენის ფუნქციაც.

ხელოვნურ კანში ჩაშენებულია გადამცემები ჰაერის წნევის, ტემპერატურის, ტენიანობისა და დენის გასაზომად. ახალი გამოგონების საფუძველია განსაკუთრებული პოლიმერი. მეცნიერებმა პოლიმერი დაფარეს ვერცხლის ნანონაწილაკებით, რამაც ნაკეთობა უფრო მდგრადი, ქიმიურად სტაბილური გახადა.

ელექტრონული კანი ძალიან დრეკადია და ადვილად იღებს საჭირო ფორმას. ახალი კანის კიდევ ერთი უპირატესობა თვითაღდგენაა, რაც გამოგონების ხანგრძლივობას უზრუნველყოფს. შესაძლებელი იქნება ელექტროკანის სრული გადამუშავებაც. ამისათვის მასალას ათავსებენ სპეციალურ ხსნარში.

დნმ-ს მოლეკულის საფუძველზე შექმნილი ნანორობოტებით რთული დაავადებების მკურნალობაც შესაძლებელი იქნება.

თანამედროვე მედიცინა ნამდვილად გადის ახალ დონეზე. საუბარია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალ მეთოდზე. ამერიკელმა და ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ავტონომიური ნანორობოტები დნმ-ს მოლეკულის საფუძველზე. ეს რობოტები დამოუკიდებლად ცნობენ კიბოს უჯრედებს და უწყობენ მას შიმშილს ახლომდებარე სისხლძარღვებში თრომბების ფორმირების გზით.

მეცნიერები ადრე უკვე იყენებდნენ დნმ-ს ბაზაზე ნანოსისტემებს. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში გამოიყენებოდა აწყობის განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც ცნობილია როგორც “ორიგამი”. აქ საფუძველია დნმ-ს გრძელი, ცალმხრივი ჯაჭვი, რომელიც რამდენიმე ნუკლეოტიდის საშუალებით აყალიბებს საჭირო სამგანზომილებიან ობიექტს. თუმცა აღნიშნულ მეთოდს სირთულეებიც ახლავს - პროცესი შრომატევადია და სტრუქტურის შეცვლა და მართვაც რთულია.

პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი გახდა სტრუქტურაში განსაკუთრებული დნმ-ს მოლეკულის ჩანერგვით, რომელთაც შეუძლიათ მთელი სქემის შემობრუნება გარკვეულ მოლეკულებთან კონტაქტისას. ამდენად, ახალი ნანოსისტემები დნმ-ს ძაფებით მოქსოვილი ბრტყელი ფირფიტაა. ფირფიტა დახვეულია მილისებურად, რომლის კიდეებიც დაცულია სხვა ტიპის დნმ-ს მოლეკულებით. ისინი არიან კიბოს უჯრედების შეცნობაზე პასუხისმგებლები.

როდესაც სისტემა კიბოს უჯრედებს ეხება, დამცავი მექანიზმი იშლება და შიგთავსი (თრომბინის მოლეკულები) გამოთავისუფლდება. როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, ეს იწვევდა თრომბის ჩამოყალიბებას, რომელიც ბლოკავდა სიმსივნისკენ სისხლის, ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღ ორგანიზმში სისტემა არ აქტიურდება და არ მოქმედებს სისხლის შედედებაზე. კიბოს არსებობისას კი ის პირველ დღესვე ბლოკავს ახალწარმონაქმნის მკვებავ ყველა სისხლძარღვს.

აღწერილი სისტემის წყალობით 3 თაგვი და 8 ცხოველი კანის კიბოს აგრესიული ფორმით გადარჩნენ. დანარჩენ მღრღნელებს სისტემა სიცოცხლეს 2-ჯერ უხანგრძლივებდა.

მკვლევრებმა ულტრაიისფერი სხივები ადამიანებისთვის უსაფრთხოდ აქციეს.

სამედიცინო პრაქტიკაში ულტრაიისფერი დასხივება გამოიყენება სათავსოსა და სამედიცინო ხელსაწყოების დეზინფექციისთვის. ეს მიკრობების საწინააღმდეგო ქმედითი საშუალებაა. თუმცა ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანისთვის მავნებელია.

როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, იმისათვის, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების ყველა დადებითი ეფექტი გამოიყენონ და ადამიანისთვის უვნებელი გახადონ, საკმარისია ტალღის სიგრძის შემცირება. დამოკლებული ტალღები ვეღარ გადიან ადამიანის თვალის რქოვანა გარსში ან კანში, თუმცა პათოგენური ბაქტერიების მოსპობა შეუძლიათ. ე.ი. ასეთი ტალღების გამოყენება თამამად შეიძლება ადამიანის თანდასწრებითაც. ეს აქტუალურია სხვადასხვა ეპიდემიური აფეთქების კუპირებისა და დიდი რაოდენობით ადამიანის თავშეყრის ადგილების უვნებელსაყოფად (თვითმფრინავები, სკოლები, სამუშო ადგილები), საოპერაციოებსა და ლაბორატორიებში.

mkurnali.geვიბრაციული სამაჯური ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას დაეხმარება

თითქმის ყველა ინსულტგადატანილს ამა თუ იმ ფორმის დამბლა აღენიშნება. მოძრაობის მოშლილობა განპირობებულია ტვინის მოტორიკასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ნაწილის დაზიანებით. დამბლის მრავალი ფორმა ძალიან მძიმედ გადააქვთ პაციენტებს. მაგალითად, ზედა კიდურების დამბლა მნიშვნელოვნად ზღუდავს მოძრაობის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

ამერიკელი გამომგონებლები იმედოვნებენ, რომ ასეთი ავადმყოფების დახმარებას შეძლებენ. პაციენტებს სთავაზობენ სპეციალური ვიბრაციული სამაჯურის - თჰერაBრაცელეტ-ის ტარებას. ვისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაჯის მიდამოში მსუბუქი ვიბრაცია ეხმარება ზედა კიდურების დამბლის სიმპტომების გამოხატულების დაქვეითებას. სამაჯური აძლიერებს კუნთებისგან ტვინში მიმავალ სიგნალებს.

მოწყობილობა შეიძლება ჯანმრთელ ადამიანებსაც გამოადგეთ. ხანმოკლე ტარების დროსაც კი მათში იზრდება სენსორული მგრძნობელობა.