რა რეკომენდაციებს აძლევს პაატა იმნაძე მოსახლეობას ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

რა რეკომენდაციებს აძლევს პაატა იმნაძე მოსახლეობას ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით

რა რეკომენდაციებს აძლევს პაატა იმნაძე მოსახლეობას ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, წელს საქართველოში ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებული სამი აფეთქება იყო.

"ზაფხულში ჩვეულებრივზე 20%-ით მეტია ხოლმე ნაწლავური ინფექციები სხვა სეზონებთან შედარებით, ახლაც ასეა. უბრალოდ ამ ინფექციების გამომწვევების შიდა გადანაწილება მოხდა. სამი მცირე აფეთქება გვქონდა - თბილისში, ერთ-ერთ მაღალმთიან კურორტზე და კახეთის ერთ-ერთ რაიონში. გამომწვევი იყო ენდოტოქსინ მაპროდუქცირებელი ნაწლავის ჩხირი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ეს ბაქტერია ფაღარათს იწვევს, რაც საყურადღებოა.

"ძალიან საყურადღებოა სისხლიანი ფაღარათი. ამ
დროს აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. განსაკუთრებით საშიშია ეს ბავშვებსა და მოხუცებში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ამ ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დაავადების ეპიდემია 2011 წელს გერმანიაში იყო.

"2011 წელს გერმანიაში იყო ეპიდემია, რამდენიმე ასეული ადამიანი გახდა ავად და 43 გარდაიცვალა. ჩვენთან საქართველოში ამ დაავადების შემთხვევების
მატება იყო 2009-2011 წლებში, შემდეგ ყოველწლიურად თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევა იყო. წელს კი 45 შემთხვევამდე დაფიქსირდა. ამ 45-დან, საბედნიეროდ, არც ერთი არ დამთავრებულა ლეტალურად", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ამ ინფექციამ თირკმელზე ისეთი გართულება შეიძლება გამოიწვიოს, რომ პაციენტს დიალიზი დასჭირდეს.

წაიკითხეთ ასევე:

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო
08-01-2019
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის,
04-01-2019
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
პერდიუს უნივერსიტეტმა წარმოადგინა ახალი ტექნოლოგია, რომელიც სხვადასხვა ტრავმებისა
იელის უნივერსიტეტსა და სოპოროს სამედიცინო უნივერსიტეტში გამოსცადეს ზურგის ტვინის ტრავმის მკურნალობის მეთოდიკა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.
ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი: ფიზიკური აქტივობა დაქვეითებულია, კვება კი უფრო ინტენსიური და არაბალანსირებული გახდა.
ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა კარგი პროფესიონალი
შესაძლოა, ბებიებისგან გსმენიათ ფრაზა „ნიკრისის ქარი“ ან „მეფეების დაავადება“ - ეს პოდაგრას ხალხში გავრცელებული სახელებია,
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად