დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

კითხვა-პასუხი

დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმების ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკასა და „ამტელ ჰოსპიტალში“ მოთავსებული დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორი სამხედრო მოსამსახურე ამ კლინიკებში გუშინ მოათავსეს.

როგორც „ამტელ ჰოსპიტალის“ ქირურგმა ლაშა მაჭარაშვილმა განაცხადა, სამხედრო მოსამსახურე სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის დაჭრილი. „გუშინ გაკეთდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და პლევრის ღრუს დამუშავება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად შესაბამის პალატაში იმყოფება და გადის მკურნალობას“, - განაცხადა ქირურგმა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გიორგი გაფრინდაშვილმა განუცხადა, 20 წლის სამხედრო მოსამსახურეს მუცლის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. ექიმის თქმით,დაჭრილ ჯარისკაცს გადაუდებელი ოპერაცია
ჩაუტარდა.

„მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა. ბადე და კუჭი იყო დაზიანებული, ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა დ
ამაკმაყოფილებელია. პაციენტი პალატაშია მოთავსებული. ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული. შემოყვანის დროს გონზე იყო", - განაცხადა ექიმმა.

მისივე ინფორმაციით, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში თავდაპირველად 3 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება, ორი კი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
თბი­ლის­ში, 140 ნო­მერ ავ­ტო­ბუს­ში დაჭ­რი­ლი 17 წლის მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.
10-07-2018
მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეგობარი ზურა ხაჩიძე ასეთ ინფორმაციას გვაწვდის:
26-06-2018
ფილარმონიასთან გუშინ დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. როგროც "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს,
23-06-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
პერდიუს უნივერსიტეტმა წარმოადგინა ახალი ტექნოლოგია, რომელიც სხვადასხვა ტრავმებისა
იელის უნივერსიტეტსა და სოპოროს სამედიცინო უნივერსიტეტში გამოსცადეს ზურგის ტვინის ტრავმის მკურნალობის მეთოდიკა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.
ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი: ფიზიკური აქტივობა დაქვეითებულია, კვება კი უფრო ინტენსიური და არაბალანსირებული გახდა.
ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა კარგი პროფესიონალი
შესაძლოა, ბებიებისგან გსმენიათ ფრაზა „ნიკრისის ქარი“ ან „მეფეების დაავადება“ - ეს პოდაგრას ხალხში გავრცელებული სახელებია,
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად