სიახლეები

მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს კლდიდან გადავარდნილი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა - ექიმი

მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს კლდიდან გადავარდნილი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა - ექიმი
მთათუშეთში კლდიდან გადავარდნილი 11 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და მიმდინარეობს მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ანესთეზია - რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გია ბიბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა თავის ტვინისა და სახის ძვლების დაზიანებები. მოზარდი ამჟამად ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

"კატასტროფის ბრიგადის მიერ პაციენტი ჩვენთან შემოყვანილია მრავლობითი დაზიანებებითა და მძიმე ნევროლოგიური სტატუსით. მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები და შესაბამისი დარგის სპეციალისტების კონსულტაციები. აღმოჩნდა, რომ პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ტრავმული დაზიანება, მათ შორის სისხლჩაქცევა თავის ტვინში, თავის
ტვინის შეშუპება, სახის ძვლების დაზიანება, თუმცა რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა ამ მომენტისთვის არ განიხილება. პაციენტი კვლავ რჩება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე (ხელოვნურ სუნთქვაზე). გრძელდება მისთვის გეგმური საძილე და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიცემა,"- განაცხადა გია ბიბილაშვილმა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, გრძელდება სასიცოცხლო პარამეტრების ძალიან მჭიდრო მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს
აცილებული თავის ტვინის მეორადი დაზიანება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრძოლა როგორც მისი ტვინის დარჩენილი უჯრედების შესანარჩუნებლად, ასევე მთლიანად მისი სიცოცხლის გადასარჩენად. თავის ტრავმების მკურნალობა მოხდება მისი კლინიკური და ინსტრუმენტული კვლევის შედეგების კორელაციის მოხედვით. ამ ეტაპზე პაციენტს უკეთდება ყველაფერი, რაც მულტიპროფილურმა გუნდმა ჩათვალა საჭიროდ,"- განაცხადა გია ბიბილაშვილმა.

მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გუშინ გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. თავდაპირველად პაციენტი თელავის რეფერალური საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით ის თბილისში გადმოიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
ბავშვისთვის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლის ქცევაა და არა რჩევა-დარიგებები. როგორ აღვზარდოთ
20-08-2019
ზაფხული პერიოდია, რომელიც ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს.
13-07-2019