მისი თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა თავის ტვინისა და სახის ძვლების დაზიანებები. მოზარდი ამჟამად ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
"კატასტროფის ბრიგადის მიერ პაციენტი ჩვენთან შემოყვანილია მრავლობითი დაზიანებებითა და მძიმე ნევროლოგიური სტატუსით. მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები და შესაბამისი დარგის სპეციალისტების კონსულტაციები. აღმოჩნდა, რომ პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ტრავმული დაზიანება, მათ შორის სისხლჩაქცევა თავის ტვინში, თავის
როგორც ექიმმა აღნიშნა, გრძელდება სასიცოცხლო პარამეტრების ძალიან მჭიდრო მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული თავის ტვინის მეორადი დაზიანება.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრძოლა როგორც მისი ტვინის დარჩენილი უჯრედების შესანარჩუნებლად, ასევე მთლიანად მისი სიცოცხლის გადასარჩენად. თავის ტრავმების მკურნალობა მოხდება მისი კლინიკური და ინსტრუმენტული კვლევის შედეგების კორელაციის მოხედვით. ამ ეტაპზე პაციენტს უკეთდება ყველაფერი, რაც მულტიპროფილურმა გუნდმა ჩათვალა საჭიროდ,"- განაცხადა გია ბიბილაშვილმა.
მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გუშინ გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. თავდაპირველად პაციენტი თელავის რეფერალური საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით ის თბილისში გადმოიყვანეს.