სიახლეები

როგორია მთათუშეთში კლდიდან გადავარდნილი 11 წლის ბავშვის ჯანმრთეობის მდგომარეობა

როგორია მთათუშეთში კლდიდან გადავარდნილი 11 წლის ბავშვის ჯანმრთეობის მდგომარეობა
11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
როგორც საავადმყოფოს პრესსამსახურში განაცხადეს, 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, დღეს, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. თავდაპირველად პაციენტი თელავის რეფერალური საავადმყოფოში მიიყვანეს,
თუმცა მოგვიანებით ის თბილისში გადმოიყვანეს.
როგორც თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა ჭოლიაშვილმა განაცხადა, ბავშვს თავის ტრავმა ჰქონდა.


მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
ბავშვისთვის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლის ქცევაა და არა რჩევა-დარიგებები. როგორ აღვზარდოთ
20-08-2019
ზაფხული პერიოდია, რომელიც ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს.
13-07-2019