26 ადამიანი ზღვის ნაპირიდან 15 მეტრში კვამლისგან დაიღუპა - რა ხდება საბერძნეთში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

26 ადამიანი ზღვის ნაპირიდან 15 მეტრში კვამლისგან დაიღუპა - რა ხდება საბერძნეთში?

ბოლო მონაცემები საბერძნეთიდან.

საბერძნეთში, რაფინის დასახლებაში ხანძრის შედეგები და ნაპოვნი მსხვერპლის რაოდენობა შოკის მომგვრელია. დილის 4 საათისთვის გამოცხადებული იყო 24 დაღუპული, მაგრამ ზღვის სანაპიროს მახლობლად კიდევ 26 დამწვარი და გაგუდული ადამიანი იპოვეს. პრესაში ამ ხანძარს საბერძნეთის ეროვნულ კატასტროფას უწოდებენ.

რაფინის მერმა - ევანგელოს ბურნუსმა განაცხადა, რომ ზღვის ნაპირზე, მატის ოქროს სანაპიროს პლაჟზე იპონვეს 26 დაღუპული (მათ შორის ბავშვები), ისინი ცეცხლს ზღვისკენ გაექცნენ. ბურნუსი შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ისევ გაიზარდოს.

რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, დასახლება მატი ფაქტობრივად აღარ არსებობს.

mkurnali.ge

დამწვარია 1000-ზე მეტი სახლი და 300 ავტომანქანა.

ჟურნალისტი პანტელისა საიტასა იტყობინება, რომ მოედნის ცენტრში ათობით დამწვარი ადამიანი ასვენია და ეს ხდება ზღვიდან სულ რაღაც 15 მეტრში. ეს ადამიანები, როგორც ჩანს, ზღვაში გასვლას ცდილობდნენ, მაგრამ კვამლს თავი ვერ დააღწიეს.

ჯერ არ არის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი, მაგრამ ვარაუდობენ რომ ასეთები ათასზე მეტნი არიან.

mkurnali.ge

რაფინიდან 689 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. სამწუხაროდ, ბევრისთვის დახმარების გაწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. 72 ადამიანი ფრეგატა ელიმ გადაარჩინა, ბევრი მათგანი ზღვის სიღრმეში იქნა ნაპოვნი - ზღვის ნაპირიდან 4 მილში. ისინი გასაბერი ნავებით შევიდნენ ზღვაში თავის გადასარჩენად.

მკურნალი.გე კვლავაც მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას საბერძნეთიდან.

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

წაიკითხეთ ასევე: საბერძნეთი - ასობით ადამიანი ცეცხლის რკალში მოექცა, ხალხი სახლებში ცოცხლად იწვის