სიახლეები

საბერძნეთი: ბოლო ინფორმაციით, გარდაიცვალა 8 ადამიანი და 56-მა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება

საბერძნეთი: ბოლო ინფორმაციით, გარდაიცვალა 8 ადამიანი და 56-მა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება
საბერძნეთის დროით 1 საათსა და 45 წუთზე (თბილისის დროით 2 და 45) ოფიციალურად დადასტურებულია,
რომ გარდაიცვალა 8 ადამიანი და 56-მა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ეს არის შუალედური შედეგები ზღვისპირა ქალაქ კალიტეხნუპოლში მიმდინარე ხანძრისა. ეს პატარა ქალაქი ათენის მახლობლად მდებარეობს.

ძლიერი ხანძრის გამო ქალაქის ათასობით მცხოვრები და სტუმარი ცეცხლის რკალში აღმოჩნდნენ. სახანძრო ტექნიკა არ აღმოჩნდა საკმარისი და ვერც ორგანიზებული იმისათვის, რომ გამკლავებოდა ხანძარს.

შედეგად 200-ზე მეტი სახლი დაიწვა, ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 8 და დაზიანდა 56 ადამიანი, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა და სასუნთქი
გზების დაზიანება მიიღეს.

ღამის 12 საათისთვის დასრულდა იმ ასობით ადამიანის ევაკუაცია, რომლებიც ზღვის ნაპირისკენ გაექცნენ ცეცხლსა და კვამლს. სამხედრო-საზღვაო ფლოტს და სანაპიროს დაცვას 7 საათი დასჭირდათ იმისათვის, რომ ეს ადამიანები გადაერჩინათ.

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები კვლავ გრძელდება.

წაიკითხეთ:
00.30: საბერძნეთი - ასობით ადამიანი ცეცხლის რკალში მოექცა, ხალხი
სახლებში ცოცხლად იწვის

საბერძნეთში საშინელი ხანძარი მძვინვარებს - ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს (ვიდეო და ფოტოგალერეა)



მსგავსი სიახლეები
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, ხოლო 630 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
16-11-2018
ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.
30-08-2018
ასრულდა ყველაზე ცუდი ვარაუდები ხანძრის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით
25-07-2018