სიახლეები

13-სართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

აშშ-ის ქალაქ მაიამიში ცამეტსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მრავალსართულიანი სახლი დასანგრევად გამზადებული იყო.
დაშავებულია ერთი ადამიანი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

13-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილება შეფერხებულია.

ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას შემთხვევის ადგილთან ახლოს გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
მსგავსი სიახლეები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული 23 ბავშვი
03-04-2019
ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია. ოჯახის წევრების განცხადებით, 89 წლის რეჟისორის
24-02-2019
თოქ-შოუ "პროფილის" ავტორმა, ტელეჟურნალისტმა მაია ასათიანმა თავის "ფეისბუქგვერდზე"
07-02-2019