სიახლეები

ერთი დაღუპული და 25 დაშავებული - ათენთან ახლოს ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ერთი დაღუპული და 25 დაშავებული - ათენთან ახლოს ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ერთი დაღუპული და 25 დაშავებული. ასეთია ათენის მხალობლად გაჩენილი ხანძრის შედეგები. ინფორმაციას საბერძნეთის გადაუდებელი დახმარების სამსახური ავრცელებს. ამის შესახებ ღეუტერს-ი წერს.

სტიქიური უბედურების შედეგად დაშავებულია სულ მცირე ექვსი ადამიანი. დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივები სტიქიური უბედურების ზონას ტოვებენ, მათი ნაწილი კი სახლების გადარჩენას ბაღის სარწყავი მილების საშუალებით ცდილობს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით მეხანძრე, 3 სახანძრო თვითმფრინავი და 2 ვეტმფრენია ჩართული. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

მომდევნო დღეების მანძილზე სინოპტიკოსები საბერძნეთში ძლიერ სიცხეებს პროგნოზირებენ.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან საბრძოლველად ევროპულ სახელმწიფოებს დახმარების
თხოვნით უკვე მიმართა.

საბერძნეთში საშინელი ხანძარი მძვინვარებს - ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს (ვიდეო და ფოტოგალერეა)
მსგავსი სიახლეები
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, ხოლო 630 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
16-11-2018
სა­ბერ­ძნეთ­ში ნაპოვნი 24 წლის ქართველი გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მისი მეგობარი საუბრობს.
12-10-2018
ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.
30-08-2018