ადვოკატი 19 წლის მწყემსს, გლდანის ციხეში 24 ივლისს მოინახულებს. შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გაყვება თუ არა დაცვის მხარე თავდაპირველ ვერსიას, რომელზეც ბრალდებული საუბრობდა. კობაური ამბობდა, რომ სმითები ორმა უცხოელმა კაცმა დახოცა.
ბრალდებულის დედა ექსპერტიზის ბიუროს შედეგებს, სადაც საუბარია ლორა სმითის გაუპატიურებაზე, გაყალბებულს უწოდებს.
21 ივლისს "ქრონიკისთვის" სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ
ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.