სიახლეები

პატრიარქი ამჟამად საპატრიარქოშია და თავს უკეთ გრძნობს

პატრიარქი ამჟამად საპატრიარქოშია და თავს უკეთ გრძნობს
პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეუძლოდ გახდა და წირვის აღვლენა ვერ შეძლო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, ამ დროისთვის უწმინდესი საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"პატრიარქი დილიდანვე შეუძლოდ იყო და ვთხოვეთ ექიმებმა, არ წაბრძანებულიყო წირვაზე, მაგრამ წაბრძანდა. წნევის ცვალებადობა მოხდა, რადგან მანამდე ფასანაურში ბრძანდებოდა. ალბათ, ცოტა ვირუსული ინფექციაც იყო და ამის გამო მოხდა. ჩათვალეს, რომ სჯობდა წამობრძანებულიყო და ახლა საპატრიარქოშია. სიცოცხლისთვის საშიში და საგანგაშო არაფერია. არც ჰოსპიტალიზაციაა საჭირო. წნევა დაურეგულირდა, თუმცა მაინც ჩვენი დაკვირვების ქვეშ
იქნება", - განმარტა ცისანა შარტავამ.
მსგავსი სიახლეები
ტრადიციული აღმოსავლური მედიცინა, საზოგადოდ, დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ცხოვრების წესს (სტილს).
23-05-2019
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს.
09-05-2019
ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი სასარგებლო ცხიმია, ის არის საკაზმიც,
05-02-2019