ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში კვლევა ჩატარდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში კვლევა ჩატარდება

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში კვლევა ჩატარდება
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სემინარზე - "ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება“ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.

"საგანგაშო არ არის. საყურადღებო სურათია ქვეყანაში ტყვიასთან მიმართებაში. აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ამ საკითხს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით დიდი კვლევა ტყვიის
შემცველობასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა. "სექტემბრიდან გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ტარდება დიდი კვლევა ბავშვებში. ეს მოგვცემს სურათს, თუ რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში. აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებზე იყო, ხოლო მთლიანად ქვეყანაში რა ხდება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წლის ბოლოს, ამ კვლევის შემდეგ
გვექნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევები გვიჩვენებს, რომ ზომიერი მატებაა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით 15%-დან 20%- ის ფარგლებში.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 21-07-2018
გიორგი.
ოცდაათი წლის შემდეგ, ვითომ გაღვიძეს.
თარიღი : 21-07-2018
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
ვიღაც, გარეწრების გამდიდრებით, თაობას და ხალხს ვკარგავთ. 30 წელია, ამაზე მიდის ლაპარაკი და კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ნუთუ არ შეიძლება ადამიანმა ფული იშოვოს კანონების დაურღვევლად. მე ვფიქრობ, რომ "ვიღაცას" აწუხებს ძველი მანქანები, და არა ის, ხალხი მათ ჩამოთრეულ ნაგავს რომ მიირთმევს. სად არის საკვებ პროდუქტებზე კონტროლი. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ქვეყნიდან, მასიურად გადის და სამაგიეროდ, ყოველგვარი ნაგავი შემდის. (რა თქმა უნდა, თითონ ამ ნაგავს, როგორ იკადრებენ, კი არა და, ონკანიდან წყალს არ სვავენ) თავის მართლებლად კი სიტვა "ბიზნეს"-ს, იშველიებენ.
მსგავსი სიახლეები
ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიისთვის გადამწყვეტი ცილის (MLL) სტაბილიზებით
13-06-2019
ექიმები 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს
08-05-2019
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში ტყვიის შემცველობაზე ანალიზი დღეისათვის
23-04-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის
„მკურნალის“ თვის ექიმი ამჯერად „ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი“ გაგა ყულიაშვილია, რომელიც ყურის მწვავე ანთებაზე გვესაუბრება:
როგორც არიზონას უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, პლასტიკის მიკრონაწილაკების
მთელი სამედიცინო საზოგადოება დაამწუხრა ცნობილი ექიმის,
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად