დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების - საშუალო სიმძიმისაა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების - საშუალო სიმძიმისაა

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების - საშუალო სიმძიმისაა
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დავით სერგეენკო დამწვრობის ცენტრში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტყიბულიდან თბილისში კიდევ 4 პაციენტს გადმოიყვანენ.

"დაზიანებები 6-მა პაციენტმა მიიღო, ერთი იქვე გაეწერა ბინაზე. 5 პაციენტი თბილისში გადმოდის, ერთი უკვე მიღებულია 50%-იანი დამწვრობით. მეორე პაციენტიც მალე შემოვა. პაციენტების უმეტესობას მიღებული აქვს დამწვრობა, ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია და მათ ინტენსიური ჩარევა სჭირდებათ.

"ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული
მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები, საბედნიეროდ, საშუალო სიმძიმის არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ. ორ პაციენტს დიდი ფართობის დამწვრობა აქვს და ძალიან რთულია პროგნოზირება, მათ ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ", - განაცხადა სერგეენკომ.

დამწვრობის ცენტრში მოთავსებული პაციენტის შესახებ კომენტარი გააკეთა ასევე დამწვრობის
ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

"ჩვენთან შემოვიდა 30 წლის მამაკაცი, რომელმაც შახტში მიიღო დაზიანება. დამწვარი აქვს თავი, მტევნები, წინა მხრები და ქვემო კიდურებზე მცირე უბნები. ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება, დამწვრობითი შოკი. მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა ქაშიბაძემ.

მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
2019 წლის 20 ივ­ნი­სი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ უმ­ძი­მეს ღა­მედ დარ­ჩე­ბა.
24-06-2019
20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში
24-06-2019
თბილისის კლინიკებში 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებული 28 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.
23-06-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი საშუალება, რომელიც იქნება ორალური კონტრაცეპტივი მამაკაცებისათვის.
ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის
„მკურნალის“ თვის ექიმი ამჯერად „ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი“ გაგა ყულიაშვილია, რომელიც ყურის მწვავე ანთებაზე გვესაუბრება:
როგორც არიზონას უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, პლასტიკის მიკრონაწილაკების
მთელი სამედიცინო საზოგადოება დაამწუხრა ცნობილი ექიმის,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად