"აეროპორტში გახდა ცუდად, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები" - რამ იმსხვერპლა ქართველი გოგონა თურქეთში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

"აეროპორტში გახდა ცუდად, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები" - რამ იმსხვერპლა ქართველი გოგონა თურქეთში

"აეროპორტში გახდა ცუდად, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები" - რამ იმსხვერპლა ქართველი გოგონა თურქეთში
ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებს ბოლო წლებ­ში სულ უფრო მეტი ქარ­თვე­ლი ატა­რებს თურ­ქე­თის სა­ნა­პი­რო­ზე. თურ­ქეთ­ში დას­ვე­ნე­ბა აირ­ჩი­ეს თბი­ლი­სელ­მა დებ­მა თეა და ნინა ქურ­ცი­კა­ძე­ებ­მაც, თუმ­ცა, ეს დას­ვე­ნე­ბა მათ­თვის ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ დას, თეას მწერ­მა უკბი­ნა, რის შე­დე­გა­დაც გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად, AMBEBI.GE მომ­ღე­რალ თამ­თა ჭე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

თამ­თა ჭე­ლი­ძე:

- თეა და ნინა დე­და­ჩე­მის მე­გობ­რის შვი­ლე­ბი არი­ან. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნე­ბი არი­ან. და­სას­ვე­ნებ­ლად იყ­ვნენ თურ­ქე­თის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც თეას სა­ვა­რა­უ­დოდ მწერ­მა უკბი­ნა, შრა­ტი არ გა­ი­კე­თა და გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში
როცა ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, აე­რო­პორ­ტში გახ­და ცუ­დად. აქ როცა ჩა­მო­ვიდ­ნენ, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მო­წამ­ლუ­ლი ჰქონ­და მთე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი. ოჯა­ხი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაფ­რე­ნას აპი­რებ­და, მაგ­რამ ექი­მებ­მა უთხრეს, ფრე­ნას ვერ შეძ­ლებ­სო, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის ჩა­მოყ­ვა­ნა­საც აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო უკვე ყვე­ლა­ფე­რი და ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

წაიკითხეთ სრულად:



როგორც zooclub.ge-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნინო მამუკაშვილმა განუცხადა, საქართველოში გავრცელებული ტარანტულის სახეობა ადამიანებისა და ცხოველებისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტარანტული ტანად საკმაოდ დიდი (20-30 მმ სიგრძის), ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობს უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში, სოროს იკეთებენ 60 სმ-მდე სიღრმეზე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული რამდენიმე სახეობა. ყველა ტარანტული მეტნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

mkurnali.ge

ტარანტული, გვხვდება შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთით და უკრაინაში. რუსული ტარანტული ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე ცენტრალურ ევროპასა და ჩინეთში. მისი არეალის უკიდურესი დასავლეთი წერტილია სახელმწიფო ავსტრია. ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-დან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით. ისინი არ ჯგუფდებიან.


ტარანტული მეტად აგრესიული ობობაა იმ შემთხვევაში, თუ მის დაჭერას ეცდებით. ვინაიდან შხამიანია, მისი კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. როგორც წესი, ადამიანს თავს არ ესხმის.

როგორ მოვიქცეთ ტარანტულის კბენის შემთხვევაში? დაავადებათა კონტროლის ცენტრი შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობს:

• მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საპნით. კანი ძლიერ არ დაიზილოთ;
• დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკური საშუალებით;
• დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები სანამ არ შეწყდება ტკივილი;
• შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა;
• შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
• მიიღეთ ბევრი სითხე - ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას;
• ალერგიული რეაქციის შემთხვევაში - მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;
• იმ შემთხვევაში თუ, ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ,
03-02-2020
გარდა იმისა, რომ თურქეთი ყოველწლიურად ახერხებს მილიონობით ტურისტის მიზიდვას, ქვეყნის განვითარების
10-05-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის
22-11-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
კოვიდ-19 მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელ პანდემიად ჩამოყალიბდა, რომელიც უმძიმეს კვალს ამჩნევს ეკონომიკას და
ბრიტანელი ფსიქიატრის ჰერაინ-ვივესის აზრით, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონის განსაზღვრა შესაძლებელია ყურში
ბრიტანული მედიკამენტები სიმბოლურ ფასად! 1 ლარად
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას
"ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,
გვესაუბრება ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, კლინიკა კარდიონეტი პინეოს ხელძღვანელი ზურაბ კლიმიაშვილი.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად