სიახლეები

მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება - აკაკი ზოიძე

მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება - აკაკი ზოიძე
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად დაისჯება.

„საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 240-ე მუხლით აღძრა, რომელიც გაუფრთხილებლობით ან უსაფრთხოების წესების დარღვევით სიცოცხლის მოსპობას ან ჯანმრთელობის მოსპობას ითვალისწინებს. თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, რომელიმე თანამდებობის
პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც ამ ტრაგედიაზე არის პასუხისმგებელი. არ შეიძლება, უბედური შემთხვევები ზედიზედ ხდებოდეს, ორი თვის წინ ვსაუბრობდით ექვსი ადამიანის დაღუპვაზე, ახლა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეს არის უზარმაზარი ტრაგედია. ყველა უნდა მობილიზდეს, რათა საგანგებო გადაწყვეტილება
მოვიღოთ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

კონსულტაციები იქნება მთავრობასთან, მფლობელებთან და გამოძიებას დაველოდოთ“, -განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ მინდელის შახტში გამოძიება ჩატარებულია და დასკვნა დაიდო, თუ რა უნდა გამოსწორებულიყო.

„გასაგებია, რომ შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, მაგრამ უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული. ეს არის კანონის არსი. ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკა გამკაცრებული უნდა იყოს. მესმის, რომ დაღუპულთა თუ დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაცია ურჩევნიათ და არა ადამიანის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ უმკაცრესი დასჯა არ მოხდა და ეს სამაგალითო არ იქნა, ამით სასამართლო პრაქტიკის დასჯის პრევენცია ძალიან მცირდება. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი მძიმედ დაშავდა.
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა
16-07-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაღუპულია
16-07-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით, ამ ეტაპზე პენსია 500-600 ლარი რომ იყოს, ამას დღევანდელი ბიუჯეტის ნახევარი დასჭირდება.
14-12-2017