ბავშვების დედას დამამშვიდებლებს ასმევენ, მან ჯერ არ იცის ქმარ-შვილი რომ აღარ ჰყავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვების დედას დამამშვიდებლებს ასმევენ, მან ჯერ არ იცის ქმარ-შვილი რომ აღარ ჰყავს

რა დროსაც მამა და 6 თვის ტყუპი გოგონები დაიღუპნენ, მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს ორი ჩვილი და მამა გარდაიცვალნენ, ბავშვების დედა და ბებია კი ბათუმის კლინიკაში იმყოფებიან (ნახეთ ვიდეო)

უკიდურესად სავალალოა ქვეყანაში ავტოკატასტროფების სტატისტიკა, ასევე ავარიების შედაგად გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი. ტრაგედია ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტოკატასტროფის შესახებ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ყვება, რომ მსუბუქ ავტომანქანში ნამდვილად ხუთი ადამიანი იყო: 25 წლის თეონა იაკობაძე და ამავე ასაკის მისი მეუღლე, მიმო ივანიაძე და მათი ტყუპი გოგონები - ორივე ცალ-ცალკე ეტლით. მანქანაში ასევე იყო, თეონას მამა მერაბ იაკობაძე. სწორედ ის იჯდა საჭესთან და არა მიმი.

mkurnali.ge

მერაბს ბათუმიდან, საკუთარი სახლიდან სიძე-ქალიშვილი და შვილიშვილები სოფელში, კერძოდ, ოზურგეთის სოფელ ლაითურში მიჰყავდა დასასვენებლად. ეს არის ახალგაზრდა, 47 წლის სრულიად გაწონასწორებელი ადამიანი, ის ნასვამი არ მჯდარა საჭესთან, როგორც გაავრცელეს ინფორმაცია, ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. ამ ეტაპზე ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, გამოძიებენ ყველაფერს, იმედია, ფაქტია, რომ მძღოლებმა შესაბამისი სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს...

mkurnali.ge

ბავშვების დედას შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და მხოლოდ ლავიწის ძვლის ოპერაცია დასჭირდა. მიმი კი მანქანის იმ მხარეს იჯდა, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო და ფორმაც დაკარგა. ბავშვებიც საშინლად დაზიანდნენ. საავადმყოფომდე ცოცხლები კი მიიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ეს შეუძლებელი იყო. თეონამ ჯერჯერობით არც კი იცის, რომ ქმარ-შვილი აღარ ჰყავს... მას და მამამისს ექიმები დამამშვიდებელ წამლებს ასმევენ.

წაიკითხეთ სრულად